სიახლეები
სკოლები

,,კალიგრაფიის კვირეული'' - ბარეთის საჯარო სკოლამ ლამაზად წერას პოპულარიზაცია გაუწია
19-04-2018
-
+


,,კალიგრაფიის კვირეული'' - ამ სახელწოდების ღონისძიება ჩატარდა ბარეთის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანი  მოსწავლეთა მიერ ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება,  ქართული კალიგრაფიით დაინტერესება და ლამაზი წერის პოპულარიზაცია იყო. 

კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში I-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მათ  საშუალება მიეცათ  ხელით წერის კულტურაში თავიანთი უნარი არაკონკურენტულ პირობებში წარმოეჩინათ.  ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული კალიგრაფიის  თემაზე მცირე ლექცია  მოესმინათ. 

მოსწავლეებთან,  ვიდეორგოლების საშუალებით,  ხელით შესრულებული ნამუშევრების, როგორც ხელოვნების ნიმუშების, ჩვენება მოეწყო. აღნიშნულმა  ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა წერის საათის იდეაც, რომელსაც „ვწერთ წრიულ ხაზებზე ლამაზად“ ეწოდა. 

კვირეულის დასკვნით დღეს,  IV კლასის მოსწავლეებმა  კედლის გაზეთ ,,აისის’’ მორიგი ნომერი გააკეთეს, რომელიც დედაენის დღეს მიუძღვნეს. შემდეგ, სკოლაში, საჯარო ადგილას, ბავშვების მიერ შერჩეული საუკეთესო  ნამუშევრები გამოიფინა. დანარჩენი მონაწილეების ნამუშევრები თავიანთ საკლასო ოთახებში,  საპატიო კალიგრაფიის კუთხეში განთავსდა.

მოსწავლეებთან ერთად, კალიგრაფიის კვირეულში  ჩართული იყვნენ  პროექტ  „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ - მასწავლებლებიც:  მაკა გორდულაძე, ნინო გორგაძე და მარიამ ელოშვილი. მათ ქართული კალიგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ერთგვარი მასტერკლასი ჩაუტარეს.  

პროექტის ავტორები და  მონაწილენი ბარეთის საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული დახმარებისა და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას უხდიან. 
 
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება