25 მნიშვნელოვანი თარიღი, რომლებზეც პედაგოგებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა შეუძლიათ
13-01-2023
დაკოპირებულია
-
+
სკოლებში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ეს შეიძლება იყოს ისტორიული, კულტურული, გარეოსდაცვისადმი მიძღვნილი ან სხვა რომელიმე საერთაშორისო დღე.
გიზიარებთ 25 მნიშვნელოვან თარიღს II სემესტრში, რომელთა შესახებაც სხვადასხვა აქტივობისა დაგეგმვა შეგიძლიათ:
2 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 14 მარტი - მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე 14 მარტი - მათემატიკის (π რიცხვის) საერთაშორისო დღე 15 მარტი - მსოფლიო ცხოველთა უფლებების დაცვის დღე 21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე 21 მარტი - მსოფლიო პოეზიის დღე 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 22 მარტი - წყლის რესურსების საერთაშორისო დღე 1 აპრილი - სიცილის დღე 2 აპრილი - საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის დღე 9 აპრილი - დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე 14 აპრილი - დედა ენის დღე 22 აპრილი - დედამიწის დღე 23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე 4 მაისი - ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 31 მაისი - თამბაქოს საწინააღმდეგო დღე 1 ივნისი - მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღე 5 ივნისი - მსოფლიო გარემოსდაცვის დღე 8 ივნისი - მსოფლიო ოკეანეების დღე