მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი, 2023 წლის შემობრძანება სადღესასწაულო ვითარებაში აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგების: მარინა მანაგაძის, მანანა შალიკიანისა და ეკა ლომთაძის ორგანიზატორობით მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.
ბავშვებმა ზეიმის მსვლელობისას შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული დღე აჩუქეს. გულანთებულმა მოსწავლეებმა ახალი წელი ყველას მიულოცეს.
„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენს საოცარ პატარებს. ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოსა და სიყვარულს“ , - აღნიშნეს სკოლაში.
სკოლის საზოგადოება 2023 წელს ყველას ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან