მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ გამონაკლისი არც სასწავლო წლის პირველი სემესტრი ყოფილა.
16 დეკემბერს, კოხტის საჯარო სკოლაში, IX –XII კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაზრდა, მოტივაციის ამაღლება, სწრაფი აზროვნების, კონკურენტულ გარემოში მუშაობის, თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ვიქტორინაში მონაწილეობდა 5-5 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული 3 გუნდი. შედეგების მიხედვით კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი, ხოლო გამარჯვბული გუნდის წევრები დასაჩუქრდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
ვიქტორინა მათემატიკის პედაგოგ ლია სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“