მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ზეიმით გააცილეს და ახალ 2023 წლის შემობრძანებას საახალწლო ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლაში, კლასების მიხედვით, არაერთი მრავალფეროვანი საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილე 1-ელი, მე-2 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიდანა გაატარეს. აღნიშნული კლასების ხელმძღვანელები: ნონა ფონია, ხათუნა ქვაჩახია დახათუნა ჯიქია გახლავთ.
მე-4 კლასელებმა, რომელთა ხელმძღვანელიც ნატალია ჯიშკარიანია, ღონისძიებაზე ზღაპრის გმირების როლი მოირგეს და საინტერესო სპექტაკლი გაითამაშეს.
მე-3 კლასში კრეატიული ნაძვის ხის კონკურსი მოეწყო, სადაც მოსწავლეემა შემოქმედებითი უნარები და ხედვები გამოალინეს. კონკურსის ორგანიზატორები: ქეთევან ქირია და ეკა ჯიქია იყვნენ.
ღონისძიებაზე მე-5 კლასელებმა (ხელმძღვანელი: ნანული თორდინავა), ონლაინ ინტერვიუები წარმოადგინეს, რამაც ზეიმს მრავალფეროვნება შემატა და ბავშვები ძალიან გაახალისა.
ღონისძიებებს, სკოლის საზოგადოებასთან ერთად, თემის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ზეიმის დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. ეს დღე იქ მყოფთათვის კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“