სიახლეები
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
13-01-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს, ახალს კი საზეიმოდ შეეგებნენ. 

სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი ცირა კახაძე, ასევე ორგანიზებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - ნარგიზ კახაძე, გულნარა პაპიძე და ციური შავაძე.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სპექტაკლი გაითამაშეს. 

ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუის გარეშე - მოსწავლეებს სასურველი სტუმარი ეწვია, მათ საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა, ღონისძიების დასასრულს კი პატარებს საჩუქრები დაურიგა.

სკოლის დირექცია მოსწავლეების გახარებისთვის შპს „წალკა გუმბათის“ დირექტორს მადლობას უხდის. 

„მადლობა შპს „წალკა გუმბათის“ დირექტორს - ვალერი კახაძეს, რომელმაც თოვლის ბაბუას მოსვლა დაგვიფინანსა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება