სიახლეები
სიახლეები

ისგ-ს შეფასების დასრულებიდან 10 დღეში უნდა შემუშავდეს -  ბავშვთა რეაბილიტაციის მინიმალური სტანდარტი დამტკიცდა 
13-01-2023
-
+


ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტი დამტკიცდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, რეაბილიტაცია/აბილიტაციის მიზანია ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური, ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ამ გზით ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური ინკლუზიის პროცესის ხელშეწყობა.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

1. ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება განახორციელოს მომსახურებაში ჩართვიდან მაქსიმუმ 10 ვიზიტის განმავლობაში.

შეფასების ინსტრუმენტები:

ბავშვის ძლიერი მხარეების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით.

2. შეიმუშაოს ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა შეფასების დასრულებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად – 6 თვეში ერთხელ, ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან/მინდობით აღმზრდელთან ერთად გადასინჯოს ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა. ამასთან, თუ ამის საჭიროებას ხედავს ოჯახი, რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი ან გუნდის რომელიმე წევრი, გეგმა შეიძლება გადახედილ იქნეს ნებისმიერ დროს. ბავშვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა ხელმოწერილია კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ და მასში წარმოდგენილია შემდეგი სახის ინფორმაცია:

2.1 ბავშვის ფუნქციური საჭიროებები;

2.2 ბავშვის ძლიერი მხარეებისა და გამოწვევების შეფასების ანგარიში;

2.3 ფორმულირებული ფუნქციური წლიური მიზანი და მოკლევადიანი მიზნები;

2.4 ჩარევის სტრატეგიების/გზების/მეთოდების ჩამონათვალი;

2.5 რეაბილიტაცია/აბილიტაციის პირობითი კურსის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეჯამება;

2.6 ბავშვისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და განრიგი.

3. საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ბენეფიციარის რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამიდან სხვა მომსახურებაში ტრანზიციის პროცესს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება