მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქველმოქმედება ადამიანის მორალური პასუხისმგებლობაა“ - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან საუბარი ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ლია გაბინაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარი ღირებულება, რაზეც თაობები უნდა აღიზარდონ, სიკეთე და ემპათიაა, 2022 წელიც შეაჯამა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მოხარულია, რადგან მალე ახალი XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი სკოლის შენობა ექნებათ, რაც მოსწავლეთა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს.
- ქალბატონო ლია, როგორ შეაფასებდით 2022 წელს - როგორც სკოლის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ბრძანდებით მიღწევებით?
- პირველ ყოვლისა, გილოცავთ 2023 წლის დადგომას. სიკეთის, მიმტევებლობის, კაცთა შორის სათნოების და სიყვარულის დამკვიდრების წელი ყოფილიყოს... 2022 წლის მდგომარეობით ჩვენ სკოლას ჰყავს 3 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანი, აგრეთვე საბაზო საფეხურის 3 კურსდამთავრებულს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ როგორც ოლიმპიადებში, ასევე სხვადასხვა კონკურსბში, სკოლას ჰყავს თვითმმართველობა, რომელიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობა, 6 დეკემბერს სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით და ჩვენი თანადგომით მოსწავლეებმა წარმართეს სასწავლო პროცესი. ისინი სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი. ზოგადად, ქველმოქმედება ადამიანის მორალური პასუხისმგებლობაა და სწორედ ასე ვუწოდეთ ჩვენს ღონისძიებასაც, რომელიც სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელისა და თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. მოეწყო სკოლის მოსწავლეების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შეგროვილი თანხით კი, საახალწლოდ ჩვენი სკოლის იმ ბავშვებს გავუკეთეთ საჩუქრები, ვისაც თანადგომა ძალიან სჭირდება; ვცდილობთ, ნებისმიერი ბავშვი გავახაროთ. ერთიანი ძალისხმევით შეგვიძლია, სამყარო თითოეული ინდივიდისთვის უკეთეს საცხოვრებელ გარემოდ ვაქციოთ...
მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, მუდმივად ვცდილობ დავნერგო სიახლეები და ზოგადად სკოლას გამოწვევებზე გვაქვს მზაობა. ვაანალიზებთ, სად, რა უნდა გავაუმჯობესოთ და რისი უკეთესად გაკეთებაა შესაძლებელი.
- სიკეთის კეთება ის მთავარი ღირებულებაა, რასაც თქვენს მოსწავლეებს უნერგავთ?
- ვიცით, რომ „ყველა ადამიანში არის მზე, უბრალოდ, უნდა მივცეთ ნება, იბრწყინოს“, „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“ - სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი სკოლის კულტურის ნაწილი ერთმანეთის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. დიახ, მოსწავლეებს ვასწავლით სიკეთის კეთებას და ვუვითარებთ ემპათიას.
- საბუნებისმეტყველო საგნები დღეს მოსწავლეებში ნაკლებად პოპუარულია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ისინი ბავშვებმა ჯერ შეიყვარონ და შემდეგ, პროფესიად გაიხადონ?
- მოგეხსენებათ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას ის უპირატესობა აქვს, რომ იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება; იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა; მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან; პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს და მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.
საბუნებისმეტყველო საგნებში ჩავატარეთ პროექტები, მაგალითად მოსწავლეებმა სხვადასხვა მასალისგან დაამზადეს ადამიანის სხეულის ნაწილები. მათ შეძლეს წარმოედგინათ ღვიძლში მიმდინარე ფილტრაციის პროცესი. ასევე კუნთების საშუალებით (ორთავა და სამთავა) ზედა კიდურის მოძრაობის პროცესი.
აგრეთვე დაამზადეს ატრაქციონის მოდელი, პროექტის სახელწოდება იყო „მგზავრი უსაფრთხოდ იმოგზაურებს მხიარულ მთებში".
„სანამ გამოიყენებ, დაფიქრდი, ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს“ - პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თუ რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია პიროტექნიკას გარემოზე და ა. შ.
- მესამე თაობის ესგ-ზეც გკითხავთ, ქალბატონო ლია, მოგწონთ რეფორმა?
- დიახ, როგორც მოგეხსენებათ იურიდიული ბუნების დოკუმენტია და ყველა სხვა დოკუმენტთან ერთად, რომელიც პარალელურად მოქმედებს და გავლენას ახდენს განათლების რეფორმის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს თუ რა, რატომ და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. I თაობის ესგ მთლიანად ორიენტირებული იყო საგნობრივ შინაარსზე, II თაობის ესგ-ში საგნობრივ შინაარსთან ერთად ჩამოყალიბებული იყო საგანმანათლებლო მიზნები, როგორც ვხედავთ ამანაც ვერ აჩვენა განსაკუთრებული შედეგი. მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძირითადი მაინც რაც ბავშვს აინტერესებს ეს არის სწორი და დინამიური პროცესი, რომელიც დაგეგმილი უნდა იყოს სტრატეგიულად, გეგმაზომიერად და მიზნებზე ორიენტირებულად და აი, სწორედ III თაობის ესგ-ში ოსტატურადაა ჩაშენებული საგნის შინაარსიც და ასევე საგნის სწავლების მიზნებიც და ორიენტირებულია პროცესზე, ხდება ცოდნათა ურთიერთკავშირი და ბუნებრივი ბმა საგნებს შორის. მიღებული ახალი ცოდნა უკავშირდება იმას, რაც მან უკვე იცოდა.
- რატომ?
- დღეს ბავშვების აზროვნების დიაპაზონი გაცილებით ფართოა, მოთხოვნები კი - უფრო მრავალმხრივი. მიმაჩნია, მოსწავლემ სკოლაში ის ცოდნა უნდა მიიღოს, რომელსაც მომავალ ცხოვრებაში გამოიყენებს.
- ქალბატონო ლია, ცოტა თქვენზეც ვისაუბროთ... როგორც ვიცი, მათემატიკის პედაგოგი ბრძანდებით.
- დიახ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ვარ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე მათემატიკის მასწავლებლად, 2014 წლიდან კი ვარ დღევანდელ პოზციაზე. სკოლას ცოტნე დადიანის სახელი ჩემი დირექტორობის პერიოდში მიენიჭა და მახარებს, რომ მალე სკოლის ახალი შენობაც გვექნება რაც კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენს მოტივაციას.
- დირექტორის ახალ სტანდარტს თუ გაეცანით, მოგწონთ?
- დავიწყებ იქიდან, რომ სასკოლო ლიდერი არის მსახურება, პასუხისმგებლობა და არა წოდება, საერთო საქმეს სხვებზე უფრო მონდომებულად და კარგად უნდა აკეთებდე.
როგორც ვიცით დირექტორი უნდა იყოს სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, სასკოლო კულტურის შემქმნელი, ადამიანური რესურსების მმართველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ლიდერი. ზოგადად სტანდარტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, ერთიან ხედვას დირექტორის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების რეგულირებისათვის.
სამწუხაროდ ზოგჯერ დირექტორის, უფრო სწორად ლიდერის საქმიანობას ახლავს არასწორი წარმოდგენები. როგორც ვიცით, არ არსებობს ზოგადმენეჯერული სქილები, რომელიც ყველგან და ყველა ვითარებაში შეიძლება გამოვიყენოთ, სამეცნიერო ტერმინით რომ ვთქვა, „მენეჯერული მისტიციზმი“ ეს არის ერთგვარი მითი. ეს არის არასწორი შეხედულება. ვფიქრობ, რომ აუცილებელია სპეციფიკური კარგი ცოდნა. დირექტორი უნდა იცნობდე სკოლას შიგნიდან, საკლასო ოთახიდან, საქმიანობის სფეროებიდან, რომელიც სკოლას ახლავს. სხვაგვარად ვერ იქნები კარგი მმართველი.
თუ გამოვიყენებთ ტერმინოლოგიურ რევიზიას ვიტყვი, რომ სიტყვა დირექტორი უკვე მოძველებულია იმ თვალსაზრისით, რომ არსს და იდეას ვერ გამოხატავს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
სკოლის მართვა არის პროცესი, რეალური ჩართულობა, დეტალებში ორიენტირებულობა, ენერგიულობა და აქტიურობა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლა ყოველთვის უკეთესის ძიების რეჟიმშია.
ახალ სტანდარტს საფუძვლად უდევს და თანამედროვე ლიდერობის ყველაზე მაღალ დონედ მიიჩნევა მორალური დონე, მორალური იმპერატივის მომენტი. ჩვენ სკოლაში სამუშაო პროცესები არის დინამიური და წარმატებული, რადგანაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, მიზნები.
ვთვლი, რომ მთლიანობითობა და ურთიერთდაკავშირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სკოლის ფილოსოფია, სკოლის კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ჩვენი საქმიანობის ათვლის წერტილი და საწყისი სიტყვა არის მოსწავლეთა მხარდაჭერა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...