მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართველი კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, არაერთი სიმღერის ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დღეებში მომღერალი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლის თბილისში დაიბადა. ის 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი.
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე. ის გახლდათ არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი. საერთაშორისო კინოფესტივალზე - „კარტახანი-70“ ფილმში - „არ დაიდარდო“ (1969) მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიღებული აქვს პრემია. ასევე, ფლობდა სახელმწიფო პრემიას ფილმისთვის - „მიმინო“ (1978).
ბუბა კიკაბიძე 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით - საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა