მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ტარდება.
ამჯერად, მე-9ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სასწავლო პროექტი მომზადდა, რომლის თემა „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“ („საუკუნო საგზალი“, „გაბრიელ ეპისკოპოსი“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“) იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია თუ მასალები გაზეთ „ივერიაზე“, ილიაზე, გაბრიელ ეპისკოპოსსა და ექვთიმე თაყაიშვილზე მოიძიეს.
როგორც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზოია სტურუა აღნიშნავს, დაგეგმილ აქტივობებს შორის ერთ-ერთ ილიას მუზეუმში სტუმრობა იყო. მოსწავლეებმა გულდასმით დაათვალიერეს ექსპონატები. განსაკუთრებული ყურადღება გაზეთ „ივერიაზე“ შეაჩერეს, რომლის დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა დადებითად შეაფასეს მუზეუმის თანამშრომლებმა.
„იმას, თუ რა არის არაფორმალური განათლება, ახსნა არ ჭირდება...მას თუ მორგებულად დაგეგმავ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის ინტელექტუალური განვითარებისათვის...
მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი ინფორმაცია გაზეთის მნიშვნელობასა და როლზე, გამოიყენეს მოთხრობიდან ,,საუკუნო საგზალი“ მიღებული ცოდნა, ჩაერთნენ იაკობ მანსვეტაშვილის, გიორგი ყიფშიძის, ვაჟა- ფშაველას შესახებ საუბარში...აღნიშნეს ,,ივერიის“ თანამშრომელთა რთული და დაძაბული საქმიანობიდან ფაქტები და დეტალები...იქვე, სახელდახელოდ გააკეთეს ზეპირი პრეზენტაცია - „ივერია“ ხალხის სამსახურში“.
ეს აქტივობა ემსახურებოდა არაფორმალურ განათლებას, რომლის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცნობიერება, მიიღეს დამატებითი ცოდნა.
არასაგაკვეთილო რესურსი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოზარდებს დაეხმარა კრიტიკული აზროვნების, ქცევის, მეტყველების და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაში“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზოია სტურუა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი