სიახლეები
სკოლები

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში სპექტაკლი - „ლურჯი ფრინველი აფრინდა“ დაიდგა
16-01-2023
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო სემესტრის მიწურულს სპექტაკლი - „ლურჯი ფრინველი აფრინდა“, დაიდგა. მონაწილე  მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს.

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა ყოველთვის ზრუნავს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, სწორედ ზემოთ ნახსენები სპექტაკლი გახლავთ.

„ახალი წელი ხომ ზღაპრების, საოცარი ამბების, სურვილებისა და ოცნებების ასრულების დროა, ჰოდა სწორედ ერთ-ერთი ჯადოსნური სურვილი, რეალობად იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონდომებით.

დაიდგა სპექტაკლი - „ლურჯი ფრინველი“, მორის მეტერლინკის ნაწარმოების მიხედვით. სიუჟეტით, ზღაპრულ გარემოში ბავშვები ეძებენ ბედნიერების ლურჯ ფრინველს, რომლის საპოვნელადაც მოგზაურობენ სხვადასხვა სამყაროში, შეხვდებიან მზეს, ღამეს, ჯადოსნურ ტყეს, ანგელოზებს, მომავლის ბავშვებს, მოინახულებენ გარდაცვლილ ბებიას და ბაბუას, შეხვდებიან დროის დედოფალს. საბოლოოდ კი, ძალიან საინტერესოდ აღმოაჩენენ ბედნიერების „ლურჯ ფრინველს“,  რომელიც თურმე თითოეული ჩვენთაგანის ცნობიერებაშია დამალული, რადგან ბედნიერება მართლაც რომ ჩვენს ხელშია. მთავარია, მოვინდომოთ და ვიპოვოთ ის...!

რა უნდა იყოს გასაკვირი სპექტაკლის დადგმაში, ეს ხომ ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ აქ ისაა აღსანიშნავი რომ მცირეკონტიგენტიან სკოლაში, ისეთი ნაწარმოების დადგმა, სადაც ძალიან ბევრი მოქმედი პირია, არც ისე მარტივია, თუმცა „პატარა მარგალიტებმა“ აქაც გამოიჩინეს თავი და რამდენიმე როლი ერთად მოირგეს.

საბოლოოდ კი მართლაც ულამაზესი ნამუშევარი გამოვიდა ,რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩვენ კი გისურვებთ, ყველას გეპოვნოთ „ლურჯი ფრინველი“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება