სიახლეები
სკოლები

თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ შენობაში საზეიმოდ განაახლეს 
17-01-2023
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი საზეიმოდ დაიწყო. მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ შენობაში განაახლეს. 

სასწავლო პროცესის სკოლის კედლებში გაგრძელება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის. მათ საზეიმო განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული სკოლა გახდება კიდევ მრავალი ახალგაზრდის წარმატებისა და წინსვლის სტიმული. სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საკეთილდღეო საქმეში. 

„ახალი სასწავლო წლის დაწყება ხომ ნამდვილი დღესასწაულია -  ერთმანეთის მონატრებით და ბავშვების სიყვარულით აღსავსე თვალები, მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი, ღონისძიება თუ პროექტი, გამარჯვებებით განცდილი სიხარული.

ველოდეთ სასწავლო წლის დაწყებას, ახალგარემონტებულ სკოლაში, მაგრამ გადაიდო და გახანგრძლივდა პროცესი. დაძაბულობა, ნერვიულობა, მოლოდინი ..... და ონლაინ გაკვეთილები.

აი, დადგა სანატრელი დღე 16 იანვარი, როცა სასწავლო პროცესი განახლდა გალამაზებულ სკოლაში.

საოცარი სიცოცხლე იგრძნობოდა სკოლის კედლებში, მორთული, თბილი და სიყვარულით აღსავსე გარემო დახვდათ: ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს. საზეიმო განწყობა ყველას სახეზე ეტყობოდა, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ბავშვებმა აღმართეს დროშა.

განსაკუთრებული იყო ეს დღე პირველკლასელთათვის, მათ დახვდათ ზღაპრების პერსონაჟები, ნაცნობმა და საყვარელმა გმირებმა მიულოცეს ბავშვებს სწავლის სკოლის კედლებში დაწყება.

ბედნიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს სკოლას, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. თანამედროვედ გარემონტებული სკოლა გახდება კიდევ მრავალი ახალგაზრდის წარმატებისა და წინსვლის სტიმული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება