მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს დასრულდა, თუმცა მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალის შესავსებად და კორექტირებისთვის დრო 9 იანვრამდე ჰქონდათ.
9 იანვარს ჟურნალი დადასტურდა და მოსწავლეებს სემესტრული შეფასებები ავტომატურად დაუანგარიშდათ. ამ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ნაწილს არასასურველი ქულები დაეწერა, რამაც თავად პედაგოგებიც კი აღაშფოთა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ზოგიერთი შეფასება და შემაჯამებლების ქულები ჟურნალში მასწავლებლების მიერ სრულყოფილად შეტანილი არ ყოფილა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სემესტრული ქულის შეცვლა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis განმარტავს, რომ სემესტრული შეფასების კორექტირებისთვის არსებობს „მოთხოვნის“ ფუნქცია.
ელექტრონულ ჟურნალში „მოთხოვნის“ ღილაკი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ მიმდინარე ან გასული სემესტრების კორექტირება, ასევე განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა/წაშლა. ასევე შესაძლებელია გასული აღდგენილი შემაჯამებლის წაშლაც. ამისთვის საჭიროა მოთხოვნის გაგზავნა ადმინისტრაციის სახელზე, ადმინისტრაციამ უნდა დაგიდასტუროთ მოთხოვნა, დადასტურებიდან 24 საათში კი ჟურნალში ცვლილება უნდა შეიტანოთ. თუ ამ პერიოდში ჟურნალის კორექტირებას ვერ მოასწრებთ, მოთხოვნის გაგზავნა განმეორებით დაგჭირდებათ.
მოთხოვნის გაგზავნისას სპეციალური საინფორმაციო ველები უნდა შეავსოთ, სადაც შეგიძლიათ მონიშნოთ გასული სემესტრი, კლასი, საგანი. მასწავლებლებს არა მხოლოდ გასული სემესტრის ნიშნების კორექტირება შეუძლიათ, არამედ - გასული სასწავლო წლების სემესტრებისაც.
თუ წინა სემესტრის შეფასების კორექტირება გსურთ, აირჩიეთ სასურველი სემესტრი, კლასი და საგანი. დაურთეთ ადმინისტრაციასთან გასაგზავნი კომენტარი. გაითვალისწინეთ, რომ დადასტურების შემდეგ თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილება გავლენას მოახდენს სემესტრულ შეფასებაზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა