მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 2023 წლის შემობრძანებას მრავალფეროვანი ღონისძიება და კარნავალი მიუძღვნეს.
სკოლაში ღონისძიება - „მრავალ ახალ წელს“, გაიმართა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზეიმზე ფიფქიის, ელფისა და სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. მათ ძალიან ლამაზი სანახაობა დადგეს და დასწრე საზოგადობის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებმა ზეიმზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და მათი როლი შესანიშნავად მოირგეს.
„პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და გაცოცხლებული ზღაპრის გმირებით მართლაც ზღაპრულ სამყაროში წაგვიყვანეს“, - აღნიშნეს სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვების წაკითხულმა ლექსებმა ქათქათა თოვლზე და მატყუარა მელიაზე, რომელმაც საახალწლო საჩუქარი ვერ დაიმსახურა, მაყურებელი გაამხიარულა.
ღონისძიების მონაწილეებსა და მაყურებელს სადღესასწაულო განწყობა ლამაზად მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აუმაღლა.
ღონისძიების დასასრულს დიდებმა და პატარებმა მშვიდობიანი, ბედნიერი წელი უსურვეს ერთმანეთს და სრულიად საქართველოს. ბავშვებმა ერთხმად ომახიანად შესძახეს - „მრავალ ახალ წელს შენ საქართველოვ!“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი