სიახლეები
სკოლები

კიწიის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ბესარიონ ანჯაფარიძის წარმატებით ამაყობენ
17-01-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ბესარიონ ანჯაფარიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 

ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუასს სახელობის მათემატიკის ინტსიტუტში, მათემატიკის მიმართულებით, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.
 
ბესარიონ ანჯაფარიძეს აქამდეც არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. მან კიწიის საჯარო სკოლა 2016 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა. 2020 წელს კი სსუ-ში ბაკალავრიატი, მათემატიკის მიმართულებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა. 

2020 წელის მათემატიკაში 1-ელი - მე-6 კლასების მასწავლებლის საგნის გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა. ამავე წელს, ღია ვაკანსიით თბილისის N65 საჯარი სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად შეარჩიეს.

2021 წელს მათემატიკაში მე-7 - მე-12 კლასების საგნის გამოცდა ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 
2022 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში მაგისტრატურა წითელ დიპლომზე დაამთავრა. 
 
ამავე წელს მასწავლებლის პროფ.უნარების, წამყვანისა და მენტორის გამოცდა ჩააბარა.

2022 წლის სექტემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ, დირექტორი გიორგი ანჯაფარიძე ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„დიდება, მადლობა უფალს!!!
ბესარიონის მორიგი აღიარება, ჯერ 24 წლისაც არ არის ბესარიონი!!!
მადლობა ყველას, ვინც თანამოზიარეა ჩვენი ოჯახის სიხარულის.
ყოჩაღ, ბესარიონ“,- წერს გიორგი ანჯაფარიძე. 
 
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება