სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ბოლნისის N1 სკოლის ხელოვნების ხელოვანი მასწავლებელი გვანცა არსენიშვილი, რომელიც სასკოლო ღონისძიებებს ორიგინალურად აფორმებს
17-01-2023
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე ფუნქციონირებს, რომელსაც სკოლის ხელოვნების მასწავლებელი გვანცა არსენიშვილი ხელმძღვანელობს.

ხელოვნების მასწავლებელი თავადაც ხელოვანია და დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, სკოლის ღონისძიებების გაფორმებაში ყოველთვის არის ჩართული.

„საქმე, რომელიც მიყვარს და 10 წელია ვემსახურები მასწავლებლობაა. თავდაპირველად არ მიფიქრია, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც აღმოვაჩინე, რა სასიამოვნოა შეაყვარო ბავშვებს ის, რაც თვითონვე ძალიან გიყვარს, ამაზე კარგი არაფერია“ - წერს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ რატევანის საჯარო სკოლის ხელოვნების ახალგაზრდა პედაგოგი გვანცა არსენიშვილი.

გვანცა ამბობს, რომ ორ სკოლაში მუშაობა მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია და ახერხებს იმასაც, რომ სკოლაში ხელოვნების წრეც ამუშაოს.

„გაკვეთილებზე მაინც შემოსაზღვრული ხარ და ყოველთვის მინდოდა თავისუფალი მუშაობა ჩემს სფეროში, ამიტომ ჩამოვაყალიბე წრე სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ გრაფიკას, ფერწერას, დეკუპაჟს, აპლიკაციას, ორიგამს და სხვა. არ შემიძლია არ აღვნიშნო სკოლის ხელმძღვანელობის ხელშეწყობა რესურსების მომარაგებასა და სხვა საკითხებში“,- გვიზიარებს გვანცა.

მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, სკოლებში არცერთი ღონისძიება არ ჩატარებულა გვანცას ჩართულობის გარეშე. ახალი სასწავლო წლიდან დაწყებული სკოლის სხვადასხვა ღონისძიება გააფორმა.

„გვანცას განსხვავებული ხედვა და გემოვნება აქვს, რაც ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს“, - აღნიშნავს ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება