სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

სკოლებსა და ბაღებში ჩუტყვავილა დაფიქსირდა - ვინ უნდა გადავიდეს იზოლაციაში? - ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები
18-01-2023
-
+


სკოლებსა და ბაღებში, ბოლო პერიოდში, ჩუტყვავილის შემთხვევებმა იმატა. უნდა დაიხუროს თუ არა ჯგუფი ინფექციის გავრცელებისას და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა - etaloni.ge-ს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ციცო დილებაშვილი ესაუბრება:

ჩუტყვავილის შემთხვევებმა ნამდვილად მოიმატა ისევე, როგორც რესპირაციულმა ვირუსებმა... სეზონია ასეთი. ინფექციის დაფიქსირებისას, უნდა მოგვმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს; ერთი შემთხვევისას, სკოლის ექიმი, ექთანი, დირექტორი, პედაგოგი... აფრთხილებს მშობლებს, დააკვირდნენ ბავშვებს, პირველ რიგში კი უნდა გაარკვიონ, გადატანილი აქვს თუ არა ჩუტყვავილა.

თუ ინფექცია გადატანილი აქვს ბავშვს, არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის იზოლაციაში ყოფნა. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ხდება იმ კონტაქტებზე დაკვირვება, ვისაც ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონია - თუ ამ პერიოდში, 1 შემთვევაში მაინც გამოვლინდა თავის, ყელის ტკივილი, სისუსტე და შემდეგ გამონაყარი, ეს ნიშნავს რომ გავრცელება დაიწყო და ყველა პირი, ვისაც ინფექცია აქამდე არ შეხვედრია, რჩება სახლში, სკოლასა და ბაღში კი მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს“.

ციცო დილებაშვილმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზეც, რომელიც გეგმურ კალენდარში არ შედის და მხოლოდ კომერციულად შეიძლება ჩატარდეს:

„ძალიან კარგი აცრაა, რადგან ის გართულებები, რომელთაც ჩუტყვავილა ტოვებს, სწორედ აცრით შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან“.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ბაღებისა და სკოლების წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის ინფექციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სივრცე ხშირად განიავდეს:

„1 წუთით განიავებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს, ასე რომ, სასურველია, სკოლასა და ბაღში სივრცეები ხშირად გავანიავოთ: კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირებისას, სკოლებსა და ბაღებში დადიან მხოლოდ ისინი, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია, ხოლო დანარჩენები რჩებიან სახლში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება