სიახლეები
სკოლები

დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
18-01-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლას პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული ლიდერი ჰყავს, რომელიც სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული. ამის დასტურია ის გამარჯვებაც, რომელიც დირექტორმა მოიპოვა. 

რუსუდან ბორჩაშვილი 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

სკოლის წარმატებულმა ლიდერმა კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. დირექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა და კონკურსში გამარჯვება პირადად მიულოცა. 

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 27 დეკემბერს გაიმართა. 

ჯილდო კი შემდეგია - სასწავლო ვიზიტი შვეიცარიაში - ბირთვულ კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), ციურიხის გიმნაზიასა და პედაგოგიურ უნივერსიტეტში. ასევე გამარჯვებული დირექტორების სკოლებს საჩუქრად ვირტუალური ლაბორატორიები გადაეცემათ.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილი.

საუკეთესო დირექტორის კონკურსი ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს აქვთ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კანდიდატების შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024-2025 სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ იწყება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება