მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება. ტესტირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ ცენტრებში, ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.
ის 12:00 საათზე დაიწყება და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აპლიკანტები კი საგამოცდო ცენტრში 1 საათით ადრე, 11 საათზე უნდა გამოცხადდნენ. მათ თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტესტირება ელექტრონულად გაიმართება. გამოქვეყნდა შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც დირექტორობის მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტის წინა ან მომდევნო გვერდებზე გადასასვლელად ქვემოთ მოცემულ სურათზე მონიშნულ ღილაკებს გამოიყენებს, ტესტის მიმდინარე გვერდზე მონიშნული/ჩაწერილი პასუხები არ შეინახება.
აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
იხილეთ ასევე:
დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - საგამოცდო ცენტრები ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას