სიახლეები
სკოლები

„კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა“- ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა
18-01-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო აქტივობებით დაგვირგვინდა. 

ზეიმი, რომლის მიმდინარეობაშიც I-IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, პედაგოგთა ინიციატივითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით გაიმართა. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარადგინეს სპექტაკლი - „როგორ მოიპარა ყინულის დედოფალმა დედაენა“.  

მშობლებისა და პედაგოგების წინაშე ასევე ძალიან საინტერესოდ გამოვიდნენ მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეები. ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ახალი წელი სრულიად საქართველოს მიულოცეს.

„პატარა მსახიობებმა (I-IV კლასი) საინტერესოდ გაგვაკვირვეს და თავის მასწავლებელთან ერთად შეძლეს და დაიბრუნეს დედაენა, ჩვენი უძვირფასესი საგანძური.

ღონისძიება მეტად საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი საოცრად შესრულებულმა დეკორაციამ, რომელიც ჩვენი ნიჭიერი და აქტიური მშობლების დამსახურებაა.  

სემესტრის დასასრულს, კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს  ჩვენმა ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა და გვაგრძნობინეს, რომ ბედნიერება მათ ლაღ ღიმილში და გაცისკროვნებულ თვალებშია.

მრავალს დაესწარით ჩვენო პატარებო, ბედნიერება მოეტანოს ახალ 2023 წელს, სიუხვე და დოვლათი, სიხარულით ბრწყინავდეს თქვენი თვალები მრავალჟამიერ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება