მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის მერია 2023 წლის ბიუჯეტიდან 100 ათას ლარს გამოყოფს სასკოლო პროექტების, ფესტივალების, კონკურსებისა და მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობისთვის.
კერძოდ, სასკოლო პროექტების და მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 50,000 ლარი გამოიყოფა;
50,000 ლარი გამოიყოფა ასევე სასკოლო ფესტივალების, ფორუმების, კონკურსებისა და ოლიმპიადებისთვის.
ბიუჯეტის დოკუმენტში განმარტბეულია, რომ „ქვეპროგრამის მიზანია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობის გზით მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, რაც ითვალისწინებს სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმისდამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მოსწავლეთა ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საინიციატივო ჯგუფების, სასკოლო კლუბების, მოსწავლეთათვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეები და ზოგადი განათლების ხელშეწყობა. მოხდება საერთაშორისო და ადგილობრივსაგანმანათლებლო კონკურსებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ფესტივალები, ფორუმები, გამოფენები,კონფერენციები, ტრენინგ-სემინარები, ჰაკათონები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა