რომელი ბავშვები მიიღებენ 600-დან 1000 ლარამდე თანხას სახელმწიფოსგან?
19-01-2023
დაკოპირებულია
-
+
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში 600 ლარს მიიღებს.
„მეოთხე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახი მიიღებს 800 ლარს, მეხუთეს შემთხვევაში 1000-ს, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 1000 ლარზე 200-200 ლარის დამატებით. ტყუპების შემთხვევაში ინდივიდუალურად, რიგითობის გათვალისწინებით. დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები.
2022 წლის დეკემბერში მრავალშვილიან ოჯახებში დაბადებულ ახალშობილთა დახმარება შესაძლებელია 2023 წლის პირველ თებერვლამდე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დახმარების მისაღებად უნდა წარადგინოთ: განცხადება, ბავშვის(ბავშვების) დაბადების მოწმობები, მშობლების/მშობლის (მეურვის/მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი, განმცხადებლის (მშობელი, მეურვე და სხვა) საბანკო რეკვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.