მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში დეტალურადაა გაწერილი, რა მიმართულებით შეიძლება შეეხოს რეფორმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
„მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან, ასევე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად; დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში,, რომელიც უკვე ძალაშია.
ცნობილია ისიც, რომ გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი, ხოლო აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, ამოქმედდება კადრების მომზადება-გადამზადების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.
ამჟამად, მუნიციპალიტეტში სულ 1500 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებულ; მოქმედებს 24 საბავშვო ბაღი, რომელთა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალიტეტის გაერთიანება", სკოლამდელ დაწესებულებებში კი დასაქმებულია 351 თანამშრომელი, მათ შორის 68 აღმზრდელი და 68 თანაშემწე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა