სიახლეები
სიახლეები

ნოდიკო ტატიშვილი ნათლულებს ბოდიშს უხდის - „ვიცი, ყველას ვუყვარვარ“
18-01-2023
-
+


19 იანვარს ნათლისღებაა - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.

საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნათლისღების დღესასწაულს ნათლულები ულოცავენ ნათლიებს და მათთან სტუმრად მიდიან.

როგორ აღნიშნავენ ამ დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რას ნიშნავს მათთვის ნათლულზე პასუხისმგებლობა? ამ კითხვით მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს და მსახიობ მაკა ძაგანიას მივმართეთ.

ნოდიკო ტატიშვილი მრავალგზის ნათლიაა. როგორც ამბობს, უხარია, ბევრი ნათლული რომ ჰყავს, თუმცა აღიარებს, რომ მათთვის ვერ იცლის და ბოდიშს უხდის.

„29 ნათლული მყავს და მალე 30-ე ნათლული მეყოლება. ჩემი 30-ე ნათლული იქნება ჩემი მეგობრის, დათუნა მგელაძის შვილი, რომელიც ძალიან მალე უნდა მოვნათლო. უკვე 3 თვის არის და როგორც კი მშობლები გადაწყვეტენ, უნდა მოვნათლო. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ნათლული მყავს, თუმცა ეს იმხელა პასუხისმგებლობაა... რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ამ პასუხისგებლობას და თან ვნერვიულობ იმაზე, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ძირითადად, სულ მოუცლელი ვარ და ყველას ვერ ვაქცევ შესაბამის ყურადღებას, თუმცა ერთი წესი მაქვს - როდესაც მონასტერში თუ ტაძარში მივდივარ, იქ ყოველთვის ვტოვებ ჩემი ნათლულებისა და ნათლიების სახელებს, რომ მათზე ლოცვა აღავლინონ. ზოგიერთ ჩემს ნათლულთან ერთად ზიარებასა და წირვაზეც ვყოფილვარ. თავად ორი ნათლია მყავს და მათ წინაშეც ცოტა უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ვერ ვახერხებ, ხშირად მოვინახულო. 19 იანვარს, ძირითადად ტელეფონით ვეკონტაქტები ნათლულებს და ნათლიებს. მირეკავენ, მეც ვურეკავ და ყველას ვულოცავ ამ დღეს. თუ სახლში ვარ და ვინმე ახერხებს მოსვლას, ვმასპინძლობ კიდეც, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება“, - მოუყვა etaloni.ge-ს ნოდიკო ტატიშვილი.

მომღერალი ამაყობს, რომ ის ყველა ნათლულს ძალიან უყვარს. პირველ ნათლულთან კი მამა-შვილური და მეგობრული დამოკიდებულება აქვს.  

„ჩემი პირველი ნათლული ჩემზე ორი წლით უმცროსია -  ქრისტინე ჩარკვიანი. ბავშვობაში ერთად ვმღეროდით სტუდიაში და დავმეგობრდით. საკმაოდ გვიან მოინათლა, თუ არ ვცდები, 14 თუ 15 წლის იყო, რომ მოვნათლე. ახლა კი არა მხოლოდ ნათლული, ჩემი მეგობარიცაა და რაღაცნაირად შვილივითაც. ბევრი მყავს პატარა, ციცქნა ნათლულები, რომლებსაც ბევრი ვეფერე, ზოგს ვაძინებდი, ზოგს ვაჭმევდი... ახლა რომ ვუყურებ, იზრდებიან, გული მიჩუყდება. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც მეგობრები გენდობიან და შვილის ნათლიად გირჩევენ. ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია. უბედნიერესი ვარ და ვცდილობ, გავამართლო მათი ნდობა და დამოკიდებულება. მონათლული მყავს სალომე ბაკურაძის, სოფო გელოვანის, გოგოლა კალანდაძის, ელენე ფოჩხუას, სოფო გორგაძის შვილები. ძალიან ვუყვარვარ ჩემს ნათლულებს და მეც ძალიან მიყვარს ყველა. ვიცი, რომ ბედნიერები არიან, მე რომ მათი ნათლია ვარ და ამით ამაყობენ - ჩემი მეგობრები მიყვებიან ხოლმე. ახლა კი თქვენი საშუალებით მინდა ვუთხრა: ძალიან მიყვარხართ ჩემო ნათლულებო და მაპატიეთ, ასეთი დაკავებული ნათლია რომ გყავთ და თქვენთვის ვერ იცლის“, - გვითხრა ნოდიკო ტატიშვილმა.

...

მაკა ძაგანიას ორი ნათლული და ორი ნათლია ჰყავს. ამბობს, რომ ნათლულებთან ინტენსიური კონტაქტი აქვს, თუმცა ნათლიებთან კარგა ხანია, ურთიერთობა არ ჰქონია.

„ამ ეტაპზე მყავს ორი ნათლული. ერთი უკვე დიდი ბიჭია - 22 წლის და მეორე პატარა გოგოა, 9 წლის. მე ვისი ნათლიაც ვარ, ორივეს მშობელი ჩემი უახლოესი მეგობარია. ძალიან მიყვარს ჩემი ორივე მეგობარი და შესაბამისად, მათ შვილებთანაც იგივე განცდა და დიდი სიყვარული მაკავშირებს. რაც შეეხება ჩემს ნათლიებს, ნაკლებად მაქვს მათთან ურთიერთობა, რატომღაც ასე აეწყო და ამას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია, რაღაც მომენტში დავიკარგეთ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მომნათლეს და არც ეს მაშინდელი რიტუალი შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

ნათლიამ ეკლესიურ ცხოვრებას უნდა აზიაროს ნათლული, თუმცა მე არ ვარ ძალიან ეკლესიური და არასოდეს წამიყვანია ჩემი ნათლულები ეკლესიაში. 19 იანვარს, ნათლისღება დღეს კი ვულოცავ ხოლმე ჩემს ნათლულებს და ხან შეკრებასაც ვახერხებთ. ახლა ერთ-ერთი ჩემი ნათლული ამერიკაში ცხოვრობს და შესაბამისად, ვერ ვნახავ. მეორე წლების განმავლობაში არ იყო აქ, ახლა საქართველოშია, თუმცა არ ვიცი, როგორ აეწყობა ეს დღე. თქვენი საშუალებით კი ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ნათლისღებას!“, - გვითხრა მაკა ძაგანიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება