სიახლეები
სკოლები

ბუკნარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
20-01-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი არაერთი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

ღონისძიებებზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით სანახაობრივი იყო დაწყებითი კლასების ღონისძიებები. III-IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება - „მოდის ახალი წელი“ ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესთავაზეს. მოსწავლეთა სამოსი საშობაო ორნამენტებით იყო მორთული. ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.

ახალ წელს ღონისძიებებით შეეგებნენ I, II, V, VI და VII კლასის მოსწავლეებიც. 

საახალწლოდ ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასაც უმასპინძლეს. სასურველმა სტუმარმა თითოეულ მოსწავლეს დაურიგა საახალწლო საჩუქრები - ტკბილეული.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება