სიახლეები
სკოლები

კინჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ცნობილმა მხატვარმა შემოქმედება გაუზიარა
20-01-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო, მრავალფეროვან და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო პირველი სემესტრის დასრულება კინჩხის საჯარო სკოლაში.

წარმატებით განხორციელდა პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (ხელმძღვანელი ირინე ჯანელიძე) სახელწოდებით - „შემოქმედების გაზიარება“. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მხატვარ თემურ თადუმაძეს უმასპინძლეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ხელოვანთან შეხვედრა შთამბეჭდავი აღმოჩდა.

„ჩვენს მაღალმთიან, ლამაზ სოფელს სტუმრად ეწვია საქართველოს გამოჩენილი მხატვარი თემურ თადუმაძე. ამ შეხვედრის იდეა დაიბადა ოქტომბერში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში გამოფენის დათვალიერების შემდეგ.

ბავშვებმა დაუსვეს მხატვარს კითხვები, წარუდგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები. ძალიან საინტერესო იყო ბატონ თემურთან საუბარი მის შემოქმედებაზე, ცხოვრებაზე, მომავალ გეგმებზე. დაუვიწყარი და ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა მხატვარმა მოსწავლეებს - ფანქრით შესრულებული ჩვენი ბავშვების პორტრეტები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის მიზანი მიღწეულია - დიდმა მხატვარმა გაუზიარა შემოქმედება პატარა მხატვრებს. გვინდა ყველას ვუსურვოთ წინსვლა და წარმატება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდა სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი ღონისძიება - თეატრალური წარმოდგენა (სადამრიგებლო პროგრამის ხელმძღვანელი ფიქრია ცნობილაძე). სკოლას ესტუმრა საბავშვო თეატრ „მოდუსის“ შემოქმედებითი დასი. გაიმართა მუსიკალურ-კოსტუმირებული საახალწლო წარმოდგენა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გაცოცხლებული ცნობილი ზღაპრების გმირები, მხიარული სიმღერები, ფერადი განათება, საოცარი საზეიმო განწყობა, თოვლის ბაბუა და საახალწლო საჩუქრები, ერთად გადაღებული სამახსოვრო სურათები, აღფრთოვანებული ბავშვებისა და წარმოდგენის საყურებლად მოსული სოფლის მაცხოვრებლების თვალები, გახარება და ბევრი სიცილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასეთი იყო ეს დაუვიწყარი დღე.

„ამ შესანიშნავი თეატრალური წარმოდგენის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა სკოლის დირექტორის ბატონ მურთაზ კუხალაშვილის აქტიური მხარდაჭერის გარეშე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება