მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის, კერძო სკოლა „ანაბასისში“, პროექტებით სწავლება, უკვე გამოცდილებით განმტკიცებული პრაქტიკაა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეფექტური სწავლისათვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის ერთ-ერთი კარგი საშუალება სწორედ პროექტებით სწავლებაა. იგი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
მიმდინარე სასწავლო წელს, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში. ძალიან საინტერესო ფაქტორია, რომ პროექტის შერჩევა მოსწავლესთან შეთანხმებით ხდება.
პროექტი შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი. პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რომელიც შესაძლოა სავალდებულოდ არ იყოს დაფარული საგნების სტანდარტებით.
პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, პროექტების განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვისა დარესურსების მობილიზების უნარებს.
ხელოვნების პედაგოგმა მოსწავლეებთან შეთანხმებით დაგეგმა განეხორციელებინა პროექტი- „130 წლის სამეცნიერო კერა ზესტაფონში - საქარის საცდელი სადგური“.
მე- 10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანას ხელმძღვანელობით, სათანადო სამუშაოები გასწიეს პროექტის მიზნის განხორციელებისათვის. მოიძიეს ინფორმაციები, მოინახულეს საცდელი სადგური, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს და მიტოვებულია, შეხვდნენ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს, ყოფილ თანამშრომლებს, გაესაუბრნენ მათ, მოამზადეს ვიდეორგოლი, დაამზადეს კედლის გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტები, მოაწყვეს პროექტის შედეგების პრეზენტაცია. ბუკლეტები დაარიგეს საზოგადოებაში, ესტუმრნენ რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებას და საქარის საცდელი სადგურის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეები თვლიან, რომ 130 წლის საქარის საცდელ სადგურს, შენობას, ეზოს ,სადაც მრავალფეროვანი ჯიშის მცენარეები ახლა გაველურებულია მოვლა პატრონობა სჭირდება.
ვლადიმერ სტაროსელსკის სახელობის საქარის მევენახეობის საცდელი სადგური დაარსდა 1890 წელს. 1901 წელს ეწოდა საქარის მევენახეობის საცდელი სადგური. სადაც აქტიური სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობდა მრავალი წელი სხვადასხვა განყოფილებებში: მევენახეობის, აგროტექნიკის და ვაზის სელექციის, ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიურის, მეხილეობის, მცენარეთა დაცვისა და ღვინის ტექნოლოგიის სექტორებში. კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო იმერეთის პირობებში სხ.სხ სამეურნეო დანიშნულების ვაზის პერსპექტიული ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა და გამოვლენა ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგიური დამუშავება და სრულყოფა.
იხილეთ პრეზენტაცია, ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი