სიახლეები
სკოლები

„სხვადასხვა კულტურის საერთო ღირებულებები“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
23-01-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ და საინტერესო პროექტებზე მუშაობენ. ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგ ხათუნი ასანიძის ხელმძღვანელობით, ევროპის სკოლების გაერთიანების პორტალის- eTwinning-ის ახალ პროექტში ჩაერთნენ.

პროექტის - „სხვადასხვა კულტურის საერთო ღირებულებები“, ხელმძღვანელები თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის N124 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ბაქრაძე, თურქეთის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი ალიჰან იუსუფოღლუ (Alihan Yusufoğlu) არიან.

პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. 

„პირველ რიგში, შეხვედრა პროექტში ჩართული პედაგოგების გაცნობის მიზნით გაიმართა. განვიხილეთ, შესასრულებელი აქტივობები, გადავანაწილეთ ფუნქციები, შემდგომ კი ჩვენს მოსწავლეებს ონლაინ შეხვედრაზე პროექტის გეგმა, შესასრულებელი და მორიგი თვის აქტივობები გავაცანით. ასევე ვისაუბრეთ სკოლის, რეგიონისა და ლოგოს კონკურსის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის განხორციელების პროცესში მშობლები და ცნობილი პიროვნებები აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი პროექტის მონაწილეებს სხვადასხვა კულტურის საერთო ღირებულებებს აცნობენ და საინტერესო ინფორმაციას აწვდიან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის დასრულების შემდგომ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართვის მოტივაცია გაიზრდება. ასევე მოიმატებს სკოლაში განხორციელებულ პროექტებში ჩართული მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების რიცხვი.

ეს პროექტი მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის კულტურას განავითარებს. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა აუმაღლდებათ, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) მემკვიდრეობის ნიმუშების შესწავლას, პოპულარიზაციასა და დაცვას.

სკოლის წარმომადგენლები სკოლის აქტიურ მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მანდატურის სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებანი კანომდებლობითაა დარეგულირებული

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება