სიახლეები
სიახლეები

ვის შეუწყდება სოციალური პაკეტი და რა უნდა ქნათ მის გასაახლებლად - ბრძანება
29-01-2023
-
+


„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც სოციალური პაკეტით სარგებლობდნენ, 18 წლის ასაკის მიღწევის გამო, შემწეობა შეუწყდებათ, თუმცა მის განახლებას გარკვეული პირობების დაცვით შეძლებენ.

დადგენილების მიხედვით, სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვიდან მომდევნო 3 თვის ვადაში შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის დადგენისა და ამავე ვადაში განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და დამატებით მიეცემა შეწყვეტილი სოციალური პაკეტის თვიდან მიუღებელი თანხები, დანიშნული გასაცემლის ოდენობის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.

ცნობისთვის, ცვლილება შეეხო მე-5 მუხლის დ) ქვეპუნქტს, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:

დ.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 114 ლარის ოდენობით;

დ.ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 92 ლარის ოდენობით;

დ.გ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 77 ლარის ოდენობით;

დ.დ) სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 70 ლარის ოდენობით;


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება