სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

კრეატივის ადგილი ყველა საგანშია - როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს კლასში კრეატიულობა წაახალისონ?
08-03-2023
-
+


სასწავლო გარემო რომ საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა მოსწავლეებს საჭირო მიმართულებით განვითარებისკენ უბიძგონ. მათ მოსწავლეების იდეებს გულისყურით უნდა მოუსმინონ და შეძლებისდაგვარად გაიზიარონ.

კრატიულობა ის თვისებაა, რაც ადამიანს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს. იმისთვის, რომ მოსწავლეებში ეს თვისება წინა ფლანგზე წამოიწიოს, პედაგოგების შრომაა საჭირო.

გთავაზობთ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას, თუ როგორ შეგიძლიათ კლასში კეატიულობა წაახალისოთ.

კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ მოსაზრება გაგიზიარონ

ეს უნიკალური იდეების გამომუშავების უნარს წაახალისებს, მოსწავლეებს უბიძგებს, რომ კარგად დაფიქრდნენ და რაც შეიძლება, კრეატიულები იყვნენ. შესაძლოა მათმა რამდენიმე იდეამ არ იმუშაოს, ამ დროს უთხარით, რომ მცდელობა არ შეწყვიტონ, ალტერნატივა იპოვონ და იქამდე იშრომონ, სანამ წარმატებას არ მიაღწევენ. ასე გარდა კრეატიულობისა, მოსწავლეები ბევრად უფრო თავდაჯერებულები გახდენიან და ცხოვრებისეულ უნარებს შეიძენენ.

მოსწავლეებს ისეთი აქტივობები შესთავაზეთ, რითაც საშუალებას მიცსემთ, რომ თავიანთი ძლიერი მხარე გამოავლინონ

თითოეული მოსწავლე უნიკალურია, ამიტომაც მათთან სხვადასხვა მიდგომაა საჭირო. შეეცადეთ, შექმნათ ისეთი ამოცანები, რითაც მათ დაფარულ მხარეებს გამოავლენთ და დაინახავთ, თუ რა გზით ცდილობენ ამოხსნას. კრეატიულობას მაშინ წაახალისებთ, თუ მათ ინტერესს გამოიწვევთ და აქტივობებში ჩართავთ.

შექმენით უსაფრთხო, ბულინგისა და დაცინვისგან თავისუფალი გარემო, სადაც ერთმანეთის წარმატებას აღნიშნავენ

მოსწავლეების კრატიულობა რომ გამოჩნდეს, ამისთვის მათ, პირველ ყოვლისა, იდეების გაღჟერების არ უნდა ეშინოდეთ. არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ვინმე აბუჩად აიგდებს, დასცინებს ან უმიზეზოდ გააკრიტიკებს. ბავშვებისთვის უსაფრთხოების განცდა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იდეებიც სწორედ მაშინ მოედინება, როდესაც მოსწავლეებს ამისთვის შესაფერის გარემოს სთავაზობთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზეწოლას არ გრძნობდნენ და მხარდაჭერა წარუმატებლობის შემთხვევაშიც იგრძნონ.

კრეატივის ადგილი ყველა საგანშია

კრატიული მიდგომები შესაძლებელია ნებისმიერ საგანში გამოიყენოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსიკა იქნება, სპორტი, მათემატიკა თუ სხვა. მოსწავლეებს აზრი უნდა ჰკიხოთ, ასპარეზი დაუთმოთ და შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მისცეთ.

კონკრეტულ საკითხს მოსწავლის თვალით შეხედეთ

ეცადეთ, გაიაზროთ, თუ როგორ მიუდგებოდნენ მოსწავლეები სხვადასხვა საკითხს, როგორც ჩანს მათი გადმოსახედიდან მასწავლებლის ქცევა, კონკრეტული დავალება თუ ასე შემდეგ. ასე უკეთ დაინახავთ, თუ რა არის მათთვის საინტერესო, ეს თქვენც წაგადგებათ, რადგან გაკვეთილები ინტერაქციული და ნაყოფიერი იქნება. თუ პედაგოგები საკუთარ თავს ისეთივე გამოწვევების წინაშე დააყენებენ, როგორისაც მოსწავლეები დგანან, უკეთ მიხვდებიან, მათ რა უნდა შესთავაზონ.

კლასში ჯგუფური აქტივობები განახორციელეთ

გუნდური მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კრატიულობის გამოვლენა შეძლონ. ისინი საკითხზე ერთობლივად ფიქრობენ, სხვადასხვა იდეას ამუშავებენ და საბოლოოდ, საუკეთესოს არჩევენ. ამ დროს გუნდის თითოეულ წევრს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა მთავარიც ესაა - შეძლონ, საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ და გამოსავალი იპოვონ.

სწავლებისას სხვადასხვა ციფრული რესურსი გამოიყენეთ

მოსწავლეებს ისეთი დავალებები მიეცით, რაც ციფრული რესურსების გამოყენებას ითვალისწინებს, რადგან ამ პლატფორმებზე მუშაობისას ისინი ამოცანის გადაჭრის საინტერესო გზებზე ფიქრს დაიწყებენ. ეცდებიან, რომ მათი დავალება ყველაზე მრავალფეროვანი, საინტერესო და კრეატიულად შესრულებული იყოს.

გარდა ამისა, კლასში შემოქმედებითობის წახალისება შემდეგი მარტივი გზებითაა შესაძლებელი:

  • მოსწავლეებს გამოცანები წაუკითხეთ და გამოსაცნობად რამდენიმე წუთი მიეცით;
  • მათ გადასაჭრელად კონკრეტული საკითხი მიუტანეთ და უთხარით იდეებზე ერთობლივად იმუშაონ;
  • მოსწავლეებს საშუალება მიეცით, რომ ერთმანეთს ასწავლონ, კარგი იქნება, თუ ზოგჯერ მასწავლებლების როლსაც მოირგებენ;
  • ვიზუალური საშუალებები აქტიურად გამოიყენეთ.
სასწავლო პროცესში უამრავი რამ სწორედ პედაგოგზეა დამოკიდებული, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, თუ რა მიდგომებს გამოიყენებთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

არ მოითხოვს ფულს, არამედ მხოლოდ სურვილსა და შემოქმედებით მიდგომას 

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება