„ჩემი საყვარელი სიტყვაა მადლობა, ვფიქრობ, მადლიერების გამოხატვა ადამიანს აკეთილშობილებს“- ნინო გაბრიჭიძე, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ დირექტორი
24-01-2023
დაკოპირებულია
-
+
ნინო გაბრიჭიძე ზესტაფონის, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ წარმატებული ლიდერი გახლავთ. ბავშვებისადმი სიყვარულმა, მათთან კომუნიკაციის უნარმა და განათლების სფეროში პირადი წვლილის შეტანის სურვილმა, ის მეტად თავდაჯერებულ და მიზანსწრაფულ ხელმძღვანელად აქცია. etaloni.ge გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს დირექტორ, ნინო გაბრიჭიძესთან:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც....
- პირდაპირ და სამართლიან ადამიანს.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ვიმუშავებდი ჩემი მეორე პროფესიით - ფარმაცევტად.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- ჩემმა პროფესიამ, გამოცდილებასთან ერთად, მეტად თავდაჯერებული გამხადა.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ბევრის მიმართ გამოვხატავ კეთილგანწყობას, მაგრამ მათ შორის დიდი პატივისცემით გამოვარჩევ ქალბატონ ქეთევან შარიქაძეს, რომელიც, ამჟამად, ხელმძღვანელობს სოფელ კვალითის საჯარო სკოლას.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- შემცვალა საგანმანათლებლო სფეროში მაქსიმალურმა ჩართულობამ.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- მადლობა, რადგან, ვფიქრობ მადლიერების გამოხატვა ერთი სიტყვით ადამიანს აკეთილშობილებს.