მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე პასუხისმგებლობითა და სამართლიანობით გამოირჩევა. მას სკოლის საზოგადოებასთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვს. ხელმძღვანელისთვის სკოლის თითოეული წარმომადგენლის წარმატება და კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გულნაზ ჭელიძესთან:
- საკუთარ თავს დავახასიათებ...
- საკუთარი თავის დახასიათება ძნელია, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ მე ვარ: სამართლიაინი, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და კარგი მედიატორი ლიდერი.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი, რაც დირექტორობაზე უკეთესი თანამდებობაა. ყველა მასწავლებელი შეიძლება გახდეს დირექტორი, მაგრამ ყველა დირექტორი ვერ იქნება მასწავლებელი.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?...
- სკოლის ხელმძღვანელობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ყველა უნდა გრძნობდეს შენს მხარდაჭერას და იმას, რომ შენ შეგიძლია მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების თვალით შეხედო ყველა საკითხს. ყველაზე მთავარი, რაც ამდენი წლის გამოცდილებით, შევიძინე არის ის, რომ შემიძლია ჩემი სიძლიერე გადავცე და ვაგრძნობონო მათ, ვისაც სჭირდება მაშინაც კი, როცა ყველაზე სუსტი ვარ.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ბევრი სამაგალითო კოლეგა მყავს, არ გამოვარჩევ. ყველა ჩემ კოლეგასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მიხარია მათი წარმატებები და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მათაც.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- დაწვრილებით ძნელია აღწერა, მე ვცდილობ ვისწავლო შეცდომებზე, ორი მსგავსი შეცდომა თითქმის არასოდეს არ დამიშვია. ე.ი. შეცდომებზე სწავლა მასწავლა სკოლამ, რომელსაც 23 წელია ვხელმძღვანელობ.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- მიყვარხარ ან მეიმედები
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?...
- როგორ შეაფასებენ ჩემს მოღვაწეობას თაობები, რომლებიც ამ სკოლაში მოვლენ და კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ სკოლიდან წავიდნენ?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.