მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე საკუთარი საქმის სიყვარულით გამოირჩევა. მისთვის სასკოლო საზოგადოების მოსმენა და აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. Etaloni.ge გთავაზობთ დირექტორ მარინა ხვედელიძესთან ბლიც-ინტრევიუს:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც…
- ადამიანს ვისაც შეუძლია გვერდში დაუდგეს ყველას და შეძლებისდაგვარად გაუწოდოს დახმარების ხელი.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი…
- იმ დაწესებულებაში დასაქმებული, სადაც ბავშვები დომინირებს.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?...
- თანამშრომლობითი კულტურა, სხვისი აზრის მოსმენა, გათვალისწინება და გაზიარება. სიყვარული სამსახურისა და საზოგადოებისადმი.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა/დირექტორი...
- ქალბატონი სულიკო სხირტლაძე.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „ნუ გეშინია“.
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?...
- რატომ ვარ ყველაფრის მიმტევებელი?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.