კონკურსის „წარმოაჩინე შენი სკოლის ბიბლიოთეკა“ ტიტულის მფლობელი სკოლა ცნობილია
20-04-2018
დაკოპირებულია
-
+
კონკურსის „წარმოაჩინე შენი სკოლის ბიბლიოთეკა“ ტიტულის მფლობელი სკოლა ცნობილია.
გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ - Facebook-ზე მოწონებების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასული და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის 3 რჩეული სკოლა.
„წარმოაჩინე შენი სკოლის ბიბლიოთეკა“ ტიტულის მფლობელი დამალის საჯარო სკოლა გახდა.
მოწონებების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა უჩხოს საჯარო სკოლა.
მოწონებების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა.
„ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, თავისი რჩეული სკოლები გამოავლინა. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული სკოლებია: 1. დუისის საჯარო სკოლა
2. რუსთავის N9 საჯარო სკოლა 3. დაბა სიონის საჯარო სკოლა გამარჯვებული სკოლები Etaloni.ge- სგან სპეციალურ დიპლომებს მიიღებენ.
ვულოცავთ გამარჯვებულ სკოლებს და ვუსურვებთ ყოველთვის ასეთი გამორჩეულები ყოფილიყვნენ!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ფოტო-მასალა 20 მარტიდან 19 აპრილამდე გადმოეგზავნათ.