სიახლეები
პიროვნება

„სამაგალითო დირექტორი, მუდამ იმაღლებს პროფესიულ გამოცდილებას, კომუნიკაბელურია და მისაბაძი“-მარად არძენაძე, ერგეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
25-01-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი მარად არძენაძე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. მისი აზრით, სამუშაოს კარგად და ხარისხიანად გაძღოლისთვის, საქმის სიყვარული აუცილებელია. ხელმძღვანელი სკოლის წარმომადგენლების აზრს ყურადღებით ისმენს და ითვალისწინებს. როგორც თავად აღნიშნავს, დირექტორის პროფესიამ პირველ რიგში თავდაჯერებულობა და სულგრძელობა ასწავლა. 
Etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარად არძენაძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- გაწონასწორებულ, მიზანდასახულ პიროვნებად. გაგიგიათ ალბათ, ცხოვრება ველოსიპედს ჰგავსო, წონასწორობის შესანარჩუნებლად უნდა განაგრძო მოძრაობა და სვლა წინდაწინ. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების შინაარსიანი მონაკვეთი უსახელო სიკეთისა და სიყვარულის გზად ვაქციო, რომელ გზაზეც ათასფერი ცისარტყელას ხილვის მოსურნემ ბევრჯერ თავსხმა წვიმაც უნდა მოვითმინო.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ჩემი შთაგონების წყარო მოგზაურობა იქნებოდა. პოპულარული ტურისტული ადგილების მონახულებით დაწყებული საქართველოში, უამრავი საინტერესო აქტივობით დავკავდებოდი. როცა ისტორიულ მხარეებს ვსტუმრობ, ამდენი საინტერესოს შემხედვარე, მამუნჯებს თითქოს, დალოცვილი ღმერთი. თითქოს დისონანსი მაქვს შინაგან მესთან და გამუდმებით ერთ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს - ასეთი სილამაზე შეუმჩნეველი როგორ დამრჩა-მეთქი?! მაგრამ იქვე მაგონდება ათასჯერ ნათქვამი, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?...
- პირველ რიგში თავდაჯერებულობა, სულგრძელობა ვისწავლე. სხვისი განსჯა და ზემოდან ყურება უარყოფითი ენერგიით მავსებს. ვისწავლე ადამიანების მოსმენა, უანგარო დახმარება, რაც სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს. გავხდი მეტად მიზანდასახული, მასწავლებელთა მასწავლებელი, რაც უცილობელი პირობაა, რადგან სამუშაოს გაძღოლისათვის უნდა იცოდე საქმე, რომელსაც მთელი გულით ემსახურები.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
-  სამაგალითო დირექტორი პირველ რიგში თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. დირექტორობა ყველაზე რთული საქმეა. სამაგალითო კოლეგა მუდამ იმაღლებს პროფესიულ გამოცდილებას, აძლიერებს ხასიათს, კომუნიკაბელურია და
მისაბაძი. სიხარულის აღქმა მისთვის უმაღლესი ხელოვნებაა. მას შეუძლია მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ცარცისა და ახალ - ახალი გამოწვევების ნაზავით შეცვალოს სკოლის ცხოვრება უკეთესობისაკენ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- შემცვალა და ჩემი ცხოვრების შთაგონებად იქცა, სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებლებთან პროფესიულმა ურთიერთობებმა, ტრენინგებზე ერთად დასწრებამ, მოსწავლეებთან უამრავი საინტერესო აქტივობების განხორციელებამ ისეთი თბილი ურთიერთობები წარმოქმნა, რომ ამ განცდებმა მიჩვენა გზა ბედნიერებისკენ, სიკეთისაკენ, თანადგომისაკენ. სიხარულით ივსები, როცა ამ ყველაფერს გამოცდი. თითქოს, ყოველი თანამშრომლობა სასკოლო ცხოვრებაში უფრო ნაცნობი გახდა ჩემთვის, თითქოს აქ მთელი ცხოვრება დავყავი და ბილიკებიც შევისწავლე, სითამამეც მომემატა და უფრო მხნედაც მივაბიჯებ. ასე აფრთიანებული და ახალი იმედებით სავსე ჩვეულად ვაგრძელებ ჩემს საინტერესო საქმიანობას.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ჩვენი ურთიერთობები ყალიბდება სიტყვებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. სწორედ ამ სიტყვებში ვატევთ გულს,     გონებას, სურვილებს, ნატვრებს. ყოველ სიტყვას აქვს თავისებური ხიბლი, მაგრამ ყველაზე ღირებულად მაინც მეჩვენება „მშვიდობა თქვენდა“.


- შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?...
- საკუთარ თავს დავუსვამდი შეკითხვას - არსებობს თუ არა მზა რეცეპტი, როგორ გავხვდეთ უფრო უკეთესები, ვიდრე ვართ?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება