სიახლეები
პიროვნება

„პროფესიამ მუდმივი სწავლის უნარი შემძინა“ - ბადრი დავითაძე, ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
25-01-2023
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლას თავის საქმეზე შეყვარებული ხელმძღვანელი ჰყავს. პასუხისმგებლობა და სასკოლო საზოგადოებაზე მუდმივი ზრუნვა ის თვისებებია, რომლებიც ბადრი დავითაძეს წარმატების მიღწევაში ეხმარება. როგორც თავად აღნიშნავს, რომ არა დირექტორი, იქნებოდა რიგით მასწავლებელი. მისი ჰობია მოგზაურობა, შესაბამისად ხიბლავს მეზღვაურისა და გიდის პროფესიაც. 

ბადრი დავითაძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც ...
- პასუხისმგებლიანი, მაგალითის მიმცემი და მზრუნველი ხელმძღვანელი... ოღონდ, საკუთარი თავის დახასიათებისას ქვეცნობიერში არ უნდა შეგრცხვეს.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ვიქნებოდი რიგითი მასწავლებელი ან მეზღვაური; გეოგრაფია, ბუნება, მოგზაურობა ჩემი ჰობია, შესაბამისად შეიძლება გიდობაზეც მეფიქრა.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- შემძინა ადამიანის ამოცნობის, ბავშვებთან განსაკუთრებული ურთიერთობისა და მუდმივი სწავლის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- კოლეგა დირექტორებიდან ერთს ვერ დავასახელებდი, ალბათ რამდენიმეა ვისაც განსაკუთრებულად ვაფასებ, ვიზიარებ მათ აზრებს; კერძოდ ტარიელ ქათამაძე, მიხეილ ხალვაში, ლევან ვერულიძე....

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- სკოლაში ხანგრძლივმა მუშაობამ დამიგროვა უდიდესი გამოცდილება სასკოლო თემთან თანამშრომლობისა, შემძინა გუნდური მუშაობის უნარები, ემოციურ-აფექტური ხასიათებიდან გადამიყვანა გაწონასწორებულ
რელსებზე...

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ჩემი საყვარელი ფრაზაა: ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა გამოუსწორებელი შეცდომით არ უნდა ისწავლი.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში შეკითხვას ვიწყებ საკუთარი თავიდან - რატომ?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება