მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი შემოქმედებითი უნარებითა და კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული პიროვნებაა. ის ყოველთვის ცდილობს სკოლაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება სუფევდეს. შესაბამად, მისთვის სხვისი აზრის მოსმენა და საღი აზრის გათვალისინება ძალიან მნიშვნელოვანია.
Etaloni.ge წარმოგიდგენთ სკოლის დირექტორ ნარგიზა ტყეშელაშვილის ბლიც-ინტერვიუს:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა ვთვლი - ვარ პოზიტიური პიროვნება, ვცდილობ უარყოფითში დადებითი ვეძებო და ხშირად გავიღიმო, რადგან ვთვლი რომ მოზარდ თაობას დადებითი ემოცია ჩამოაყალიბებს სრულფასოვან პიროვნებად.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- პირად სივრცეს არ დავარღვევდი, საკუთარ თავისკენ მიმავალ გზაზე კიდევ დავფიქრდებოდი, ტყვეობაში არ დავრჩებოდი, ვიქნებოდი მაძიებელი, შევეცდებოდი დამემკვიდრებინა საკუთარი თავი საზოგადოებაში.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ვფიქრობ სკოლამ, ბავშვებმა ჩამომიყალიბა ემოციების მართვის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის უნარი.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- თეონა ადეიშვილი - ქ. ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ახალგაზრდა კოლეგა, შემოქმედებითი, წარმატებული,კომუნიკაბელური, აქტიური...პიროვნება.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- უმრავლესობას მოვუსმინო ბოლომდე და საღი აზრი გავითვალისწინო.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „წიგნიერება“
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი არსი?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა