მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნატო გორგილაძე პროფესიული ცოდნის გაღრმავებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმიანობას.
Etaloni.ge წარმოგიდგენთ სკოლის დირექტორ ნატო გორგილაძის ბლიც-ინტერვიუს:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც....
- ვთვლი საკუთარი თავი თვითონ არ უნდა დაახასიათო, სხვა უკეთესად დაინახავს ჩემს თვისებებს, თუმცა ვარ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე პასუხისმგებლიანი თანამშრომელი, მენეჯერი და საუკეთესო მასწავლებელი.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- გავიღრმავე პროფესიული ცოდნა, შევიძინე მეტი მენეჯერული უნარი, რომელიც მეხმარება საპასუხისმგებლო საქმიანობის სრულყოფილად შესრულებაში.
-თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
-ყველა კოლეგას პატივს ვცემ, გამორჩეულად ვერ დავასახელებ.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ჩემი პიროვნული მახასიათებლები არ შეცვლილა, თუმცა სხვა თვალით დავინახე სკოლა და სწავლა.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „გენაცვალეთ, საუკეთესოები ხართ“.
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს ვეკითხები დღეს ვის რა ვარგე, რა გავაკეთე სწორად, ან ხომ არ დავუშვი შეცდომა? და რას გავაკეთებ ხვალ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.