მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინტერნეტისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენება ადამიანებისთვის უკვე ყოველდღიურობად იქცა. მათ მასწავლებლები და მოსწავლეებიც აქტიურად იყენებენ.
სოციალურმა ქსელებმა, შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგებს სარგებელი მოუტანა და გარკვეულწილად, საქმე გაუმარტივა. რასაკვირველია, მათ შესაძლოა უარყოფითი გავლენაც ჰქონდეთ, თუმცა არანაკლებია ის ბენეფიქტი, რასაც მასწავლებლები იღებენ.
სოციალური მედია, როგორც საკომუნიკაციო არხი
მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია სასწავლო პროცესში დიდ როლს ასრულებს. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით კი ეს გამარტივდა. მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს შეტყობინება მიწერონ, ან ჯგუფში ინფორმაცია ყველსათვის განათავსონ.
ონლაინ სწავლა
პანდემიამ კიდევ უფრო კარგად დაანახა მსოფლიოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტერნეტი. მისი საშუალებით, ონლაინ სწავლა შესაძლებელია. ადამიანს შეუძლია, რომ მსოფლიოს ერთი წერტილიდან სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლოს. ეს ასევე, ძალიან კარგია კულტურათა დაახლოებისა და უკეთ გაცნობისთვის. შესაბამისად, სოციალური ქსელის საშულალებით, მასწავლებლებს დამატებითი თანხის გამომუშავება შეუძლიათ.
სოციალური მედია, როგორც ჩართულობის გაზრდის ინსტრუმენტი
სოციალური მედია შესაძლებელია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობისთვის გამოიყენებოდეს. მათი საშუალებით სწავლის პოპულარიზაცია ხშირად ხდება. გარდა ამისა, მასწავლებლების საინტერესო რესურსებს ანთავსებენ, რაც მოსწავლეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება.
შემოქმედების დემონსტრირება
ინტერნეტისა და ქსელების საშუალებით, ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზება შეუძლიათ. მასწავლებელბი იქ გაკვეთილზე განხორციელებულ აქტივობებს, გეგმებსა და მოსაზრებებს ხშირად აზიარებენ. გარდა ამისა, იღებენ რჩევებს, რომელთაც შემდეგ კლასში იყენებენ.
შეგიძლიათ გლობალურ კავშირებზე გახვიდეთ
არსებობს სხვადასხვა ჯგუფი თუ ორგანიზაცია, რომლებშიც პედაგოგები ონლაინ წევრიანდებიან. ამგავრად ისინი საერთაშორისო პროექტებში ერთვებიან და გლობალურ ბაზარზე გადიან.
სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო
მასწავლებლებს ქსელებში სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. თუ ისინი შესაბამის გვერდებს გაჰყვებიან, ყოველდღიურად საჭირო ცნობებს მიიღებენ.
ექსპერტებთან დაკავშირების მარტივი გზა
სოციალური მედია საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგოთ, კონკრეტული სფეროს ექსპერტი ვინ არის. ასევე, კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირ მიწეროთ. მათთან დასაკავშირებლად მეილის გამოყენება ან ტელეფონის ნომრის ცოდნა არ დაგჭირდებათ.
სოციალური მედია, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი
მისი საშუალებით მასწავლებლებს საკუთარი ღონისძიებების პოპულარიზაცია შეუძლიათ. მაგალითად, თუ ისინი პოეზიის საღამოს მოწყობას გეგმავენ და სურთ, რომ მას ბევრი ადამიანი დაესწროს, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანთავსებენ. ასევე შესაძლებელია ონლაინ ივენთი შექმნან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პრეზენტაციის მიზანი იყო საახალწლო ტრადიციების გაცნობა
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...