მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისი N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ეწყობა. მათთვის არც დისტანციურ სწავლებას შეუშლია ხელი - მე-10 კლასში მრავალფეროვანი პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, ბავშვებმა მუსიკის მასწავლებლის თიკო მელაქაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
მე-10დ და მე-10ე კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციის თემად - „მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდის მუსიკა დასავლეთის პარალელებით“, აირჩიეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციზე როკ-მუსიკის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. მათ გაავლეს პარალელები დასავლეთის როკ- მუსიკასთან და ასევე ისაუბრეს ქართული როკ - მუსიკის განვითარებაზე.
მეათეკლასელებმა განიხილეს ქართული ალტერნატიული მუსიკა 80-90-იან წლებში და მისი წარმომადგენლები ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი.
აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების გამო, სკოლაში დროებით დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, თუმცა ამას მოსწავლეთათვის ხელი არ შეუშლია.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი