მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა სხილაძე საქმის სიყვარულით გამოირჩევა. ხელმძღვანელი პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. მისთვის სასკოლო საზოგადოების და მისი თითოეული წარმომადგენლის აზრის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. Etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ირინა სხილაძესთან:
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- უღალატო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- დირექტორობა არ არის არც პროფესია და არც რაღაც ტიტული. ვიქნებოდი ნებისმიერ შემთხვევაში სამაგალითო ადამიანი (ვცდილობ ყოველთვის).
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- მოთმინება, სხვისი აზრის და იდეების გაზიარება, ზრუნვა მუდმივად სწავლასა და განვითარებაზე.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- რამდენიმე ასეთი კოლეგა მყავს და მათ დიდ პატივს ვცემ (არ მინდა რომელიმეს ვაწყენინო) მათთან კომუნიკაცია და განსაკუთრებული ურთიერთთანამშრომლობა მაქვს.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ბავშვებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- გვიყვარდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.