სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ არ უნდა შევზღუდოთ სკოლაში სამოსის არჩევანი? - მეცნიერების საინტერესო დასკვნა სასკოლო ფორმის შესახებ
12-02-2023
-
+


ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ თუ რა გავლენას ახდენს სასკოლო ფორმა მოსწავლეებზე და ამ მიზნით საინტერესო კვლევა ჩაატარეს. 

მათ გადაწყვიტეს შემოწმება, არის თუ არა ფორმა კარგად სწავლის, დისციპლინურობის და სასკოლო საზოგადოებისადმი კუთვნილების განცდის წინაპირობა. კვლევის შედეგები ჟურნალ Early Childhood Research Quarterly-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის 6320 მოზარდი გამოიკითხა, რომელთა ნაწილი სწავლობდა საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც სასკოლო ფორმა მოქმედებდა. კვლევის ავტორებმა ასევე გამოკითხეს მასწავლებლები, მათი მოსწავლეების აკადემიური მიღწევებისა და ყოფა-ქცევის შესახებ. 

რა გაირკვა?

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და ყოფა-ქცევაზე გავლენას არ ახდენს. უფრო მეტიც, იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებშიც ფორმა მოქმედებს, აღნიშნავდნენ, რომ სასკოლო საზოგადოებისადმი ნაკლებ კუთვნილებას გრძნობდნენ, ვიდრე ისინი, რომელთა სასწავლო დაწესებულებებში სამოსის არჩევანი არ იყო შეზღუდული. 

მკვლევარები თვლიან, რომ სასკოლო საზოგადოებისადმი კუთვნილების ნაკლებობა, შესაძლოა, სწორედ რომ, დაკავშირებული იყოს თვითგამოხატვის შესაძლებლობის არქონასთან. მეცნიერთა თქმით, მოდის მიმდევრობა - სასკოლო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო სკოლების უმეტესობაში სასკოლო ფორმა არ არის, მაგრამ იმ სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებშიც სპეციალური სამოსი მოქმედებს წლიდან-წლამდე იზრდება. კერძო სკოლების უმეტესობაში (დაახლოებით 60%) კი სასკოლო ფორმა მიღებულია. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება