მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ელექტრონული წიგნის „PIRLS-ის შედეგების ინტეგრირება საკლასო ცხოვრებაში მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია ჩატარდა.
წიგნი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებლებს პრაქტიკაში დანერგონ ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიდგომები წაკითხულის გააზრების შესახებ. ეს ინფორმაცია წიგნში რჩევებადაა მოცემული და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაშია შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი საზოგადოებას უცხოელ ავტორებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძე წარუდგინა. პრეზენტაციას დაწყებითი საფეხურის პედაგოგები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოეწყო რამდენიმე ვორკშოპი კითხვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.
წიგნში, რომელიც კითხვის სტრატეგიებს ეძღვნება, მოყვანილია ხუთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მაგალითი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს