სიახლეები
სიახლეები

თუ მოსწავლე გაკვეთილზე არ გისმენთ - სტრატეგიები, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს
28-01-2023
-
+


ყველა მოსწავლე პედაგოგს თანაბარი ინტერესით არ უსმენს, ზოგიერთს სასწავლ მასალაზე კონცენტრირება უჭირს და უძნელდება მასწავლებლის მოსმენა, ზოგიერთს კი გაკვეთილზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ დროს მასწავლებელი?

პედაგოგმა სასწავლო პროცესში შესაბამისი სტრატეგიებით უნდა შეარჩიოს. თუ მასწავლებელს სურს, რომ ყველა მოსწავლე ყურადღებით უსმენდეს და გაკვეთილზე განხილულმა საკითხებმა თითოეულზე შთაბეჭდილება მოახდინოს, პედაგოგმა მოსწავლეებთან სწავლების სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს. შეარჩიეთ სტრატეგიები, რომლებიც: ხელს უწყობს მოსწავლეს ყურადღების მობილიზებაში, ააქტიურებს ბავშვის გონებაში არსებულ ცოდნას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ამაღლებს მოტივაციას; ავითარებს წერით უნარ-ჩვევებსა და კითხვის დასმის უნარ-ჩვევას; მოსწავლეს ეხმარება გააზრებაში, რა ისწავლა მან ამ მასალის დამუშავებით; მიუთითებს რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში და ა.შ.

სტრატეგიები და აქტივობები პედაგოგმა გაკვეთილის თემის შესაბამისად უნდა დაგეგმოს.

  • ყურადღების კონცენტრირების მიზნით გამოიყენეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებამდე გამოიყენეთ ფრაზები: „ეს მნიშვნელოვანია“, „მომისმინეთ ყურადღებით“ და ა.შ.
  • ბავშვები წაახალისეთ, რომ ინსტრუქციის გაგების სირთულის შემთხვევაში დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები.
  • გამოიყენეთ მცირე ზომის ინსტრუქციები. სიტყვიერად გაცემული ინსტრუქციის დროს ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად და გარკვევით. წერილობითი ინსტრუქცია კი უმჯობესია, იყოს მოკლე და მკაფიო მითითებებით.
  • მითითების მიცემისას ბავშვებთან დაამყარეთ თვალით კონტაქტი.
  • მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად და შესამოწმებლად, გისმენენ თუ არა; გაიგეს თუ არა მითითება, დასვით კითხვები.
  • ეცადეთ, გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი. შეანაცვლეთ დავალებები, რომლებიც გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვენ.
  • გაკვეთილის ახსნისას გამოიყენეთ ვიზუალური მასალა, ახალ თემაზე წარადგინეთ პრეზენტაცია.
  • საგაკვეთილო პროცესში გამოიყენეთ ინტერნეტრესურსები.
  • თუ ამჩნევთ, რომ მოსწავლე არ გისმენთ, მიმართეთ სახელით, დაუსვით მარტივი კითხვა თემის გარშემო, გამოიყენეთ არავერბალური მინიშნებები.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ინტერესით და ყურადღებით მოგისმენენ, თუ გამოიყენებთ შემდეგ სტრატეგიებს: „ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე“, „კორნელის გრაფა“, სააზროვნო სქემები, „სტრატეგია 3,2,1“ და ა.შ

იხილეთ ასევე: „ვიცი - მინდა ვიცოდე - გავიგე“ - როგორ უნდა გამოიყენოთ სტრატეგია ეფექტურად?

ეფექტური სტრატეგია 3, 2, 1 - რას ნიშნავს ეს მეთოდი და როდის უნდა გამოიყენოთ?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება