მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - შოთიკო გოჩიაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ევროპის თასზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვება მან ქვეყანას, სკოლას, მასწავლებლებსა და ოჯახს მიუძღვნა.
ტურნირების მიუხედავად, მოსწავლე არ წყდება სასწავლო პროცესს და თავისუფალ დროს სწავლა-განათლებისთვის მიზნობრივად იყენებს.
სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი მოსწავლეს ახასიათებს, როგორც მიზანდასახულ, შრომისმოყვარე და კარგად აღზრდილ მოსწავლეს. მისი თქმით, შოთიკო თავისი წარმატებით, მოსწავლეებში მისაბაძ მაგალითად იქცა.
„სულ ცოტახნის წინ, შოთიკო გოჩიაშვილმა ორჯერ გვაზიარა სიხარულით გამოწვეულ ემოციას. დიდი სიამაყით მინდა ვამცნო ყველას, რომ ეს ახალგაზრდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. იგი ნოემბრის თვეში ორჯერ ასპარეზობდა სლოვენიის ქალაქ კოპერში, ევროპის თასზე ძიუდოში, +90 კგ წონით კატეგორიაში და ორივეჯერ გამარჯვებული, ოქროს მედლებით დამშვენებული დაბრუნდა.
ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, შოთიკო არის მიზანდასახული, შრომისმოყვარე და კარგად აღზრდილი. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სპორტი თავისი ფუნქციით საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. იგი ჯანმრთელობის განმტკიცების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და პიროვნების სწორი ფორმირების აუცილებლობაა. შოთიკო თავისი წარმატებით, ჩვენი აღსაზრდელებისათვის მისაბაძ მაგალითად იქცა, მოსწავლეებში გაიზარდა სპორტისადმი ინტერესი და მოტივაცია.
შოთიკომ იცის, რომ წარმატებული სპორტსმენისათვის, მარტო ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი. ჰარმონიული განვითარების ფენომენს ზნეობა, სულიერება და ინტელექტი წარმოადგენს, რასაც აუცილებლად სკოლაში უნდა ეზიარო. ამიტომაც ტურნირებისგან თავისუფალ დროს იგი მიზნობრივად იყენებს სასწავლო პროცესისათვის.
როცა შოთიკო სკოლაში გამარჯვებული დაბრუნდა, მივულოცე და ვკითხე, ამ გამარჯვებას ვის მიუძღვნიდი-მეთქი. მან კი მიპასუხა, პირველ რიგში ჩემს ქვეყნას, შემდეგ ჩემს სკოლას, ჩემს მასწავლებლებსა და ჩემს ოჯახს, ყველას, ვინც ჩემს წარმატებას შეუწყო ხელი.
მე, როგორც მისი სკოლის დირექტორმა, უნდა აღვნიშნო, რომ შოთიკოს ჰყავს წარმატებული ძმა ოთიკო. მან 2022წ. ოქროს მედალზე დაამთავრა მოხისის საჯარო სკოლა და ახლა ის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გრანტმოპოვებული პირველი კურსის სტუდენტია. მისი პატარა და თინიკო კი მე-4 კლასის საუკეთესო მოსწავლეა. მადლობა მათ ოჯახს კარგი შვილების აღზრდისთვის.
წინ დიდი გზა აქვს გასავლელი შოთიკოს. დიდია ჩვენი მოლოდინი და სურვილები, რომ კიდევ მრავალჯერ ვიქნებით მისი წარმატებით გახარებული“,- აღნიშნავს მაყვალა გელაშვილი.
მოსწავლის გამარჯვებით აღფრთოვანებულია მისი კლასის ხელმძღვანელი მაია ამბოკაძე. დამრიგებლის თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ შოთიკო გოჩიაშვილი წარმატებას მიაღწევდა.
„შოთიკოში ყოველთვის ვამჩნევდი სპორტისადმი დიდ ინტერესს და მქონდა მოლოდინი მისი დიდი წარმატების. დადგა ეს დღე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როცა გამარჯვების კვარცხლბეკზე იდგა შოთიკო, დარბაზში ჟღერდა საქართველოს ჰიმნი და საქართველოს მომავალს ტაშს უკრავდა დიდი ევროპა. შოთიკო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას, იცის რთული იქნება მწვერვალისაკენ მიმავალი გზა, მაგრამ არ ეშინია სირთულეების. გზას დავულოცავ მომავალ ქართველ ფალავანს და ბევრზე ბევრ წარმატებას ვუსურვებ“,- აღნიშნავს მაია ამბოკაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი