სიახლეები
სიახლეები

„ნუბი“, „ნერდი“, „სლეი“ - თინეიჯერული „ლექსიკონი“ უფროსებისთვის
08-02-2023
-
+


რთულია გესმოდეს სიტყვები, რომლებთა არსიც არ იცი. „ვაიბი“, „სოულმეითი“, „ქრაში“, „ლუზერი“, „ნუბი“,  - ეს იმ ტერმინთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მოზარდები საუბრისას აქტიურად იყენებენ. აღნიშნულ ტერმინთა გაგება უფროსებს ძალიან უჭირთ. ამის გამო, მასწავლებლებს და მშობლებს ხშირად უხერხულობის განცდა ეუფლებათ.

etaloni.ge გაგაცნობთ იმ „სლენგების“ განმარტებას, რომლებსაც თინეიჯერები ყოველდღიურობაში ხშირად იყენებენ:

„ნერდი“
-  ინგლისურად - Nerd, ადამიანი, ვინც ბევრს სწავლობს და ყოველთვის ენთუზიაზმით გამოირჩევა. ასეთი ადამიანი არასდროს მიდის შატალოზე, არ აცდენს გაკვეთილებს. ხოლო, როდესაც კლასელები კალათბურთის სათამაშოდ ეპატიჟებიან ყოველთვის უარზეა და მთელ დროს გაკვეთილების მომზადებას უთმობს.

„ვაიბი“ - პიროვნების ემოციური მდგომარეობა ან ადგილის გარემოება, რომელსაც სხვები ეცნობიან და გრძნობენ. ადამიანისგან უცნაური ვაიბი მოდის, კარგი ვაიბი აქვს...ენერგია, რომელსაც სხვები გრძნობენ.

„ქრინჯი“ - როდესაც პიროვნების საქციელი ან მდგომარეობა სხვებში სირცხვილს(უხერხულობას) იწვევს. ამ ტერმინს ასევე იყენებენ მაშინ, როდესაც უხერხული ქცევის გამო ადამიანს თვალებში ვერ უყურებენ.

„დაქენსელება“ - გაუქმებას ნიშნავს. ამ ტერმინს თიეიჯერები იყენებენ, ვინმესთან მხარდაჭერის შეწყვეტის დროსაც. ეს ნიშნავს, რომ „აღარ წაიკითხოთ ის, რასაც წერენ, არ მოუსმინო ან უყურო იმას, რასაც ქმნიან.“

„სოულმეითი“ - ინგლისურად - soulmate, უწოდებენ ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აქვთ და ვისიც ყველაზე უკეთ ესმით. ხშირად სოულმეითები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.

„სქროლვა“ - სოციალური ქსელების დათვალიერებას ნიშნავს. თინეიჯერები ერთმანეთთან საუბრისას და მიმოწერისას აქტიურად იყენებენ ამ ტერმინს - „ვს„როლავ.“ ანუ დრო გამყავს, სოციალურ ქსელებს ვათვალიერებ.

„სლეი“ - ამ სიტყვას მოზარდები იყენებენ, როცა ადამიანი ძალიან მოსწონთ. როცა ძალიან იხიბლებიან ამ ჟარგონით გამოხატავენ აღტაცებას - „დავეცი“, „ძალიან მაგარია“. ეს ნიშნავს იყო საუკეთესო საუკეთესოთა შორის.

„ქრაში“ - ეს თინეიჯერებში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ტერმინია. ქრაში არის ადამიანი, ვინც შორიდან მოსწონთ. როგორც წესი, ამის შესახებ მან არაფერი იცის. ხშირად ქრაშად ცნობილ ადამიანს მოიხსენიებენ. ქრაში შეიძლებ იყოს მსახიობი, მომღერალი, რომლებიც მათ საერთოდ არ იცნობენ.

„გუფი“ - ადამიანი, რომელიც ბევრს ხუმრობს. მას ხშირად ასევე უცნაურადაც აღიქვამენ.

„სიმფ“ - ინგლისური სიტყვა - simp, გამოიყენება ბიჭის აღსაწერად, რომელიც გოგოს მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი და მორჩილია. სიმფით მოიხსენიებენ ბიჭს, რომელიც გოგოს გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს.

„ლუზერი“ - ინგისურიდან- loose. ეს ხელმოცარული ადამიანია, რომელსაც არ უმართლებს. ის მუდმივად ერთ „წრეზე“ ტრიალებს და ყოველთვის პრობლემებშია. რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი და რა საქცმეც არ უნდა წამოიწყოს ყოველთვის დამარცხებულია.

„ნუბი“ - ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს სათანადო დონეზე ვერ თამაშობს, თუმცა აღნიშნულ სიტყვას თინეიჯერები უფრო ფართო გაგებითაც იყენებენ იმ პირების მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ სკოლას რა რაოდენობის ინვენტარი გადაეცემა - სია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება