მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N24 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „კონფლიქტების მართვის სტრატეგიები“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, კონფლიქტოლოგს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, განათლების სახლის დამფუძნებელ ზაზა ცოტნიაშვილს უმასპინძლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა მეათე კლასის მოსწავლეებთან შედგა და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა სტუმართან ერთად განიხილეს ქვეყნის შიდა, გარე და საერთაშორისო კონფლიქტების წარმოქმნა, მიზეზები, მართვა და შედეგები, გამოითქვა არაერთი მოსაზრება კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევასა თუ პრობლემაზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა ზაზა ცოტნიაშვილი, მნიშვნელოვანი, ემოციური და შინაარსიანი შეხვედრისათვის, ტაშით დააჯილდოვეს.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბატონ ზაზას მეგობრობისათვის და მუდმივ მზაობას აცხადებს საინტერესო სტუმრების მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი