მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N120 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, კომპლექსური დავალება თემაზე - „მზის სისტემები“ – „გახდი ვირტუალური ასტრონავტი“. დავალებაზე მე-51 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების პედაგოგის - თეა გორგილაძის ხელმძღვანელობით, იმუშავეს. საინტერესოდ წარიმართა დავალების შემაჯამებელი გაკვეთილიც.
კომლექსური დავალება ხელოვნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის ინტეგრირებას მოიცავდა. მოსწავლეები მზის სისტების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. თემის ფარგლებში, ნამუშევრები და ნახატები შექმნეს და ცოდნა აიმაღლეს.
მათ აღწერეს - რა პროდუქტი შექმნეს, რა მოეწონათ დავალების შესრულებისას, რითი განსხვავდებოდა მათი დავალება წინა დავალებებისაგან და ახლა რომ იწყებდნენ დავალებაზე მუშაობას რას გაითვალისწინებდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თემის ფარგლებში მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდა.
შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექტორი - ნანა ღაჭავა, დირექტორის მოადგილე - მზია ვახტანგიშვილი, საზოგადოებრივი საგნების კათედრის გამგე, ისტორიის საგნის პედაგოგი - ნონა ხეცურიანი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის ამაღლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი