სიახლეები
სიახლეები

განწყობის თეორია პედაგოგიკაში - კონცეპტუალური გზამკვლევი მასწავლებლებისთვის
18-02-2023
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი, მასწავლებლებისთვის არაერთ საინტერესო საკითხს მოიცავს და მათ შორისაა განწყობის თეორია პედაგოგიკაში.

რას ეუბნება განწყობის თეორია პედაგოგიკას?

მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ ისეთი შინაარსის სასწავლო სიტუაციები, რომლებიც  მის ცნობისმოყვარეობას, მის შემეცნებით მოთხოვნილებას პასუხობს, რათა იგი, როგორც მთელი, როგორც ძალთა მთლიანობა, სამოქმედოდ აღიძრას და განაწყოს სათანადო ძალები. სიტუაციის შესაფერისად განწყობილი მოსწავლე-სუბიექტი აქტიურ მზადყოფნაშია, რომ დასმული პრობლემების გადასაჭრელად  შეითვისოს სიახლე,  გადააქციოს იგი საკუთარი შემეცნებითი სისტემის ორგანულ ნაწილად.

განწყობა შეიცავს ქცევის მიზეზსაც და მიზანსაც. განწყობის გარეშე ქცევა მექანიკურ მოქმედებათა ჯამია. ასე რომ, მოზარდის შინაგანი მოთხოვნილების შესატყვისი შინაარსის მქონე სასწავლო სიტუაციები არის ის სარბიელი, რომელიც სჭირდება მოზარდს ნორჩ გონებაში ცოდნის სტრუქტურების გასავითარებლად, მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შესაძენად.

საგულისხმოა რომ მოზარდის ზრდა-განვითარების პროცესების მართვის საშუალებად   სამრეწველო პროდუქციის წარმოების სამართავად შექმნილი მოდელი გამოიყენეს. თუნდაც ეს ფაქტი ცხადყოფს იმ მექანისტურ ხედვას, რომელიც საფუძვლად უდევს „დაკვირვებად და გაზომვად“ ქმედებებზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმას. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ადამიანის „გაზომვად ობიექტად“ განხილვას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „მოსწავლე-ობიექტის“ პარადიგმაში მოვიაზრებთ როგორც შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალზე, ისე  დაკვირვებად და გაზომვად ქცევებზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმებს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება