მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების შესახებ კანონში განსაზღვრულია, რომ სკოლის პერსონალს ისევე როგორც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკანონოდ ეჩვენებათ.
როგორც კანონში ვკითხულობთ, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტრო ან სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროს თანამშრომელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა